პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, მმართველმა გუნდმა შოვის სტიქიის თემაზე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით შს მინისტრის დაბარებასთან დაკავშირებით გარკვეულ ხრიკებს მიმართოს, თუმცა მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოსვლა მაინც მოუწევს.
პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება ჩვენი მიზანი არ არის - სწორედ ამიტომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ, - აღნიშნული განცხადება პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.
საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.
31 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.
იყო სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს - საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ოპოზიციური პარტიები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს თუ იტყვიან, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც ინფორმირებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
