ის, რომ შეკითხვები არსებობს და ამასთან დაკავშირებით დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, ეს უკვე საგანგაშოა, რადგან ჩვენნაირი ქვეყანა ამ ომის ვითარებაში არ უნდა აჩენდეს საკუთარი ხელისუფლების არასწორი განცხადების გამო შეკითხვებს, შეკითხვები გაჩნდა და ძალიან ბევრი სტატია დაიბეჭდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან სარკინიგზო კავშირი აღადგინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის “სათამაშოდ” მარტივი ადგილის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია - გაერთიანებული ევროპა, გაერთიანებული და უფრო ძლიერი ნატო, ევროკავშირი, რომელიც კვლავ გაფართოებაზე საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
რაც უფრო მეტხანს დააყოვნებენ უკრაინა და დასავლეთი მშვიდობიანი მოგვარების საკითხს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მნიშვნელოვანი გზავნილი სანქციების კოორდინატორს, ელჩ ო’ბრაიენს ჰქონდა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი სანქციების თავიდან არიდების მცდელობას და იზოლაციის დარღვევას გააგრძელებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის გამო დაუწესა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
