ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა, უხეშად არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტს ამბიცია აქვს, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, რისი უფლებაც არ აქვს - დამოუკიდებლად უნდა, რომ მოიფიქროს ვიზიტები და შემდეგ მთავრობა როგორც სამეურნეო მექანიზმი მიეწიოს და უზრუნველყოფს მისი ვოიაჟები, "მივდივარ და ახლა თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთ" შეთანხმება არ არის, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, რომ ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და კანდიდატის სტატუსს მაინც მოგვცემენ „ქართული ოცნების“ ჯინაზე, - ასე აფასებს პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას.
ხელისუფლება ჯიუტად, ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ საქართველოს მეგობრები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა და ა.შ. საქართველოს მიმართ დაიწყონ აღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა იმის შესახებ, რომ „რუსეთი ეცდება ჩინეთმა და ინდოეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარონ“.
საქართველოში ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომლებიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
