"ძალიან მგრძნობიარე სიტუაციაში ვართ - ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია"- ფინეთის პრეზიდენტი
ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია, მოვლენები მოულოდნელი გზით განვითარდეს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით.
"ჩვენ ძალიან მგრძნობიარე სიტუაციაში ვართ. წვრილმანმაც კი შეიძლება შეცვალოს სიტუაცია და, სამწუხაროდ, უარესობისკენ. ეს არის ფართომასშტაბიანი ომის რისკი. ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა The New York Times-თან ინტერვიუში.
საული ნიინისტოს განმარტებით, მისი გაფრთხილება ნაწილობრივ პასუხია მათ მიმართ, ვინც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკას აკრიტიკებს და ზედმეტად ფრთხილს უწოდებს.
”არსებობს განსხვავება მათ შორის, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა აქვს და ვისაც არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ თუ იქნება ესკალაცია დიდ ომამდე, ეს იქნება მსოფლიო ომი და ბირთვული რისკი უფრო დიდი გახდება", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა და ყველას მოუწოდა, „გაიგონ იმათ პოზიცია, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია".
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
