ჩვენ ვიხილეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს. მეორე მხრივ, ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი ღარიბაშვილი, რომელიც რუსულ მესიჯებს ახმოვანებდა, ფაქტობრივად ბორელთან დაპირისპირების რეჟიმში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სისულელე იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა „მთავარი არხის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, სამწუხაროდ, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ მოიმატა, რადგან რადიკალური ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს, სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენემა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, გურიაში, სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოპოზიციის რადიკალური ნაწილი“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ლობირებს და ევროპელ პარტნიორებს ეუბნება, რომ „ეს უვარგისი ქვეყანაა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო სტატუსი უნდა მოგვცენ“.
საქართველოში არსებობს არაფორმალური ოლიგარქია და კლეპტოკრატია, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი მათ შორის ჩვენს პარტნიორებს და საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ ამ პრობლემის იდენტიფიცირებას მოუხდენს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
