ჩვენ წინ გველოდება მძიმე თვეები შემდეგ არჩევნებამდე, რადგან ცხადია, რუსეთი და მათი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანაში პოზიციების მარტივად დათმობას არ აპირებენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჩოხატაურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა არის შეცდომა. ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ის არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება" - ესწრება.
მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, აგვიხსნან გერმანიის პრეზიდენტთან ან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს - თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდა და მოხდება ამ იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეაფასა.
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი არათუ შეუშლის ხელს, არამედ პირიქით, აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას. რომ ვუფრთხილდებით კონსტიტუციას, ეს არის სწორედ ევროპულობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, თუ მიშას არ გამოუშვებს, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
