February 9, 2026

ოქტომბერი 10 2023 წაკითხვა 400 ჯერ

ვენეციის კომისიის დასკვნა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოში არ გააკეთებდა ისეთი ტიპის ცვლილებას, რომელიც ერთპარტიულ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სასამართლოების კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ოქტომბერი 09 2023 წაკითხვა 620 ჯერ

რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ოქტომბერი 09 2023 წაკითხვა 578 ჯერ

ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, რომ მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ოქტომბერი 04 2023 წაკითხვა 865 ჯერ

არც ვიცი, როგორ მივედით აქამდე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ღიად გვაკრიტიკებს და ღიად გვეუბნება ელემენტარულ ჭეშმარიტებებს, რომელიც ყველა ქართველისთვის ისედაც გასაგებია, რომ ამერიკა საქართველოში რევოლუციას არ აწყობს და აგრძელებს იმ დახმარებას, მისიას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამ ქვეყანაში სულ ჰქონდა, ამის ნაცვლად ღებულობს შეურაცხყოფას და ამ შეურაცხყოფაზე პასუხს ვისმენთ, თან ამ ფორმით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოქტომბერი 04 2023 წაკითხვა 721 ჯერ

პროპაგანდა არავის აღარასდროს არ გაგივათ, რომ ქართულ კანონს დაარქვათ რუსული და ქართულ პარლამენტს დაარქვათ რუსული პარლამენტი, ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ და თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ოქტომბერი 04 2023 წაკითხვა 686 ჯერ

თანხმობის გარეშე გამართული შეხვედრის შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციას სანქციები უნდა დაუწესოს - ეს განცხადება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ დაუპირისპირდა. ვვარაუდობთ, რომ პრეზიდენტმა არათუ სათანადო ზომები არ მიიღო ასეთი განცხადების პრევენციისთვის, არამედ პირიქით, წაახალისა კიდევ ასეთი განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

გვერდი 291 სულ 733
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.