February 9, 2026

ოქტომბერი 30 2023 წაკითხვა 624 ჯერ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ზაზა დრიაევმა ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა „საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის“ შესახებ, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ე.წ. პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოქტომბერი 29 2023 წაკითხვა 377 ჯერ

ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებებს გამოეხმაურა.

ოქტომბერი 27 2023 წაკითხვა 442 ჯერ

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების ოფისში ახალი ჰუმანიტარული ინიციატივა წარადგინა. სოფო ჯაფარიძის თქმით, პროექტი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იწყება, სადაც ჩართული არიან ექიმები და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ერთად აპირებენ რეგიონებში ჩასვლას მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად.

ოქტომბერი 26 2023 წაკითხვა 485 ჯერ

იმედი მაქვს, რომ დღევანდელი განხილვის შედეგად საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს, ვახსენებთ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ოქტომბერი 26 2023 წაკითხვა 420 ჯერ

მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც დიასპორაში: ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, რათა არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოქტომბერი 25 2023 წაკითხვა 427 ჯერ

ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გვერდი 287 სულ 733
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.