ნოემბერი 08 2023 წაკითხვა 482 ჯერ

დღეს საქართველოსთვის საზეიმო დღეა - ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ქვეყნისთვის, რაც აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ძალიან შთამბეჭდავ მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ქრონიკის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ნოემბერი 08 2023 წაკითხვა 455 ჯერ

ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნოემბერი 08 2023 წაკითხვა 476 ჯერ

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ნოემბერი 08 2023 წაკითხვა 429 ჯერ
 
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.
ნოემბერი 07 2023 წაკითხვა 465 ჯერ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს 23 ნოემბრამდე - „ვარდების რევოლუციის“ მეოცე წლისთავამდე მანიფესტის შექმნას და ხელმოწერას სთავაზობს.

ნოემბერი 07 2023 წაკითხვა 427 ჯერ

საუკუნეების განმავლობაში უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა და სოფელ კირბალთან მოკლულ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

გვერდი 294 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.