დეკემბერი 02 2023 წაკითხვა 420 ჯერ

სავარაუდოდ, იგივე მიზანი ექნებოდა, რაც კვიპროსის შეხვედრებს. იმდენი ილაპარაკეს კვიპროსის კლანიო, ალბათ, ლონდონში გადაწყვიტეს გადასვლა, - ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ლონდონში დავით კეზერაშვილთან გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილისა და გიორგი ჩალაძის ჩასვლა.

დეკემბერი 01 2023 წაკითხვა 466 ჯერ

აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე - ენგურზე საბაჟო ურთიერთობის ორმხრივი შეთანხმება ნონსენსია, გამორიცხულია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურზე საბაჟო ტერმინალის აშენება სურთ და სამუშაოები დაწყებულია.

დეკემბერი 01 2023 წაკითხვა 422 ჯერ

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნად წოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკემბერი 01 2023 წაკითხვა 446 ჯერ

ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში - სამადაშვილები ევროპაშიც არიან, მაგრამ არიან რაციონალური ევროპელები, რომელთა იმედი გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ქმნის საქართველოსთვისაც საფრთხეს უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

დეკემბერი 01 2023 წაკითხვა 476 ჯერ

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს.

დეკემბერი 01 2023 წაკითხვა 402 ჯერ

დარჩიაშვილის რიტორიკაში პროგრესია - სიტყვები გასაგებია, მაგრამ საქმე სად არის?! სადაა დეოკუპაციის სტრატეგია, შიდა რეზოლუციები?! - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილების შეფასებისას განაცხადა.

გვერდი 289 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.