,,ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია"- თინა ბოკუჩავა
„ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა, ამიტომ ბრიუსელისგან „მორალის კითხვა საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ ეკუთვნის“.
რაც შეეხება დასავლეთის და კონკრეტულად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ნაწილში რუსეთზე, როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და გეოსტრატეგიული შეცდომა, რომლის გამოსწორების პროცესში ახლა არის ევროკავშირი და მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციისგან სრულიად დამოუკიდებელი ხდება ან უკვე გახდა.
„ეს არის რუსეთის ფედერაციის, პუტინის და ომის მანქანის დასუსტების მთავარი საფუძველი, ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი ამ ომში უკრაინასთან აუცილებლად მარცხდება და გამოვა უფრო დასუსტებული, თუ არა დანაწევრებული, ვიდრე ის იყო, როცა ეს ომის დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
ამიტომ, მე,როგორც საქართველოს მოქალაქე, ამ საზოგადოების რიგითი წევრი, ნამდვილად ვისურვებდი საქართველოს დღეს, კრიმინალთა და მოღალატეთა ბანდა კი არ მართავდეს, რომელიც ჩვენი მტრული სახელმწიფოს და ამ ომში აუცილებლად წაგებულის პოზიციაზეა, არამედ თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებშიც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
