March 28, 2026

მაისი 22 2024 წაკითხვა 420 ჯერ

ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ რუსული მანიპულაციური ბუნება და ყოველგვარი სპეკულაციის შესაძლებლობა დახურეს, ამ დასკვნის პირობებში. „ქართული ოცნება“ ამ სისულელეებით კიდევ უფრო ამხელს თავის რუსულ ბუნებას. ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის! - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

მაისი 22 2024 წაკითხვა 412 ჯერ

ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, როდესაც დაწერა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპირო პოზიცია - ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მაისი 22 2024 წაკითხვა 423 ჯერ

ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი.

მაისი 22 2024 წაკითხვა 412 ჯერ

“პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა ორკვირიანი მოსაფიქრებელი ვადა და 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებულ კანონს “გამჭვირვალების კანონს” 18 მაისს დაადო ვეტო.

მაისი 22 2024 წაკითხვა 483 ჯერ

თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება და მოლაპარაკების პროცესს ბლოკავს! – ეს იმას ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ბლოკავს აშშ-სთან ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანას, მათ შორის აშშ-სთან უვიზო რეჟიმს, თავდაცვის სფეროში დახმარებას და უპრეცედენტო პაკეტს თავდაცვის სფეროში, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მაისი 22 2024 წაკითხვა 604 ჯერ

ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც რუსულ კანონზე უმკაცრეს შესაძლო განაჩენს წარმოადგენს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას შეუძლებელს ხდის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გვერდი 237 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.