მაისი 01 2024 წაკითხვა 567 ჯერ

გულანთებული ახალგაზრდები დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, მივმართავ მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მაისი 01 2024 წაკითხვა 522 ჯერ

2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით; ამაზე საუბრობდნენ ელჩები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში ენჯეოების მიერ დასკვნების გაყალბებას – ცნობილი პარალელური ხმის დათვლას, ცნობილ ზედმეტობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისი 01 2024 წაკითხვა 630 ჯერ

ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მაისი 01 2024 წაკითხვა 437 ჯერ

83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მაისი 01 2024 წაკითხვა 625 ჯერ

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

მაისი 01 2024 წაკითხვა 457 ჯერ

საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა. მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ასეთ ცემას, ასეთ დარბევას - მათ ფეხქვეშ უნდა იწვოდეს გუშინდელს მერე მიწა, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

გვერდი 235 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.