March 28, 2026

მაისი 30 2024 წაკითხვა 474 ჯერ

მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაისი 30 2024 წაკითხვა 673 ჯერ

გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი,ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, რომელმაც სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია.

მაისი 30 2024 წაკითხვა 466 ჯერ

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა.

მაისი 29 2024 წაკითხვა 415 ჯერ

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და 64 ხმით მხარი არ დაუჭირა.

მაისი 29 2024 წაკითხვა 479 ჯერ

ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა - საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ სად არის რეალური პრობლემა,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მაისი 29 2024 წაკითხვა 432 ჯერ

მიზანმიმართული მესიჯები ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო - ქვეყნის შიგნითაც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით [2022 წელს] ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები, რომლებიც ქვეყანას უნდა მიეღო. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გვერდი 232 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.