მაისი 23 2024 წაკითხვა 401 ჯერ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

მაისი 23 2024 წაკითხვა 367 ჯერ

„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის მომენტი გადამწყვეტია და „ამით ბოროტმოქმედება გაფორმდება“.

მაისი 23 2024 წაკითხვა 400 ჯერ

საკითხი მარტივადაა, [ირაკლი] შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა. „ქართული ოცნება“ აქედანვე იჭერს თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ეყოლება თავისი კაცი, ისევე როგორც უზენაეს სასამართლოში და სხვა ძნელად მოსახსნელ თანამდებობებზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მაისი 23 2024 წაკითხვა 313 ჯერ

გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გადასცეს მეორე H 145 ტიპის ვერტმფრენი. როგორც შსს აცხადებს, ის აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ამავე ცნობით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

მაისი 22 2024 წაკითხვა 392 ჯერ

ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ რუსული მანიპულაციური ბუნება და ყოველგვარი სპეკულაციის შესაძლებლობა დახურეს, ამ დასკვნის პირობებში. „ქართული ოცნება“ ამ სისულელეებით კიდევ უფრო ამხელს თავის რუსულ ბუნებას. ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის! - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

გვერდი 227 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.