December 21, 2025

მაისი 17 2024 წაკითხვა 381 ჯერ

ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

მაისი 17 2024 წაკითხვა 593 ჯერ

სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი, მას არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაისი 17 2024 წაკითხვა 493 ჯერ

დღეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა - ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მაისი 17 2024 წაკითხვა 427 ჯერ

გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერება, ან გაწვევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მაისი 16 2024 წაკითხვა 366 ჯერ

ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მაისი 16 2024 წაკითხვა 444 ჯერ

მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა: აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, აღვუთქვით თანამშრომლობის სურვილი და დაპირება უსაფრთხოების კუთხითაც , - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

გვერდი 224 სულ 727
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.