მაისი 29 2024 წაკითხვა 404 ჯერ

მიზანმიმართული მესიჯები ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო - ქვეყნის შიგნითაც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით [2022 წელს] ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები, რომლებიც ქვეყანას უნდა მიეღო. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მაისი 29 2024 წაკითხვა 367 ჯერ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენაშვილი ე.წ. "აგენტების კანონის" მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ბერძენაშვილი წარმომადგენლობით ორგანოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.

მაისი 29 2024 წაკითხვა 412 ჯერ

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა.

მაისი 28 2024 წაკითხვა 568 ჯერ

ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისი 28 2024 წაკითხვა 547 ჯერ

მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისი 28 2024 წაკითხვა 520 ჯერ

ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი განცხადებაში წერს.

გვერდი 223 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.