" ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები - ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის "- არჩილ თალაკვაძე
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები - ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ძალიან სამწუხაროა და იმედი გამოთქვა, რომ ექიმები ზუკა ბერძენიშვილს დახმარებას დროულად აღმოუჩენენ.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ძალადობასთან დაკავშირებით "რადიკალურ ძალებს" ორმაგი სტანდარტის მიდგომა აქვთ, რაც მიუღებელია.
"ძალადობა არის მიუღებელი. ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ. სამწუხაროდ, როდესაც განსხვავებული აზრი არის საკითხებზე, გვყავს ისეთი ოპონენტები, ისეთი პოლიტიკური ძალები პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დისკუსია, განხილვები, ჯანსაღი არგუმენტების წარმოდგენა დაებლოკათ და პროცესები მთლიანად ძალადობრივ სიბრტყეში გადაიტანეს.
ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ექიმები დროულად აღმოუჩენენ დახმარებას და სამსახურები, რასაკვირველია, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. სამწუხაროდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები. მათი შეფასებებიც არის შერჩევითი და ძალადობასთან აქვთ ორმაგი სტანდარტით მიდგომა, რაც არის მიუღებელი. ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის," - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს, რის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.
„ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, - წერს ნიკოლეიშვილი.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
