საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, სპეკულაციაა იმაზე ლაპარაკი, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს. ამის შესახებ მან ისაუბრა პარლამენტის ფინანსური კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც 2023 წლის ანგარიშს წარადგენდა.
26 მაისს ორბელიანების სასახლიდან პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას“, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მან ზურაბიშვილის გეგმას „ლოკალური ომის ქარტია“ უწოდა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა უკვე დაადასტურა, რომ შეუერთდებიან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ გეგმას სახელწოდებით "ქართული ქარტია".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას“. დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ღმერთის მფარველობით და თითოეული ჩვენგანის შრომითა და ბრძოლით, ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ქართულ ოცნებას და შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტით, ღირსებით და ფასეულობებით დაიკავებს კუთვნილ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
