" ზურაბ ჯაფარიძეს თავხედობა ჰყოფნის, უნდა, „ნაცების“ ელექტორატით პარლამენტში მოვიდეს და თანამდებობებიც დაიტოვონ " - გურამ მაჭარაშვილი
ზურაბ ჯაფარიძეს თავხედობა ჰყოფნის, უნდა, „ნაცების“ ელექტორატით პარლამენტში მოვიდეს და თანამდებობებიც დაიტოვონ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, ჯაფარიძის თქმით, „ზურაბ ჯაფარიძე პირწავარდნილი „ნაცია“.
„ჯაფარიძის ერთადერთი რეცეპტია, რაც ქართველ ხალხს აჩვენა, როცა შარვალი ჩაიხადა. ამის მეტი რეცეპტი არ გააჩნია. ზურა ჯაფარიძე პირწავარდნილი „ნაცია“ და როდის იყო „ნაცების“ გარეშე, ვის ახსოვს? ახლა მას თავხედობა ჰყოფნის, უნდა, „ნაცების“ ელექტორატით პარლამენტში მოვიდეს და თანამდებობებიც დაიტოვონ. რადიკალური ოპოზიცია „ნაცმოძრაობასთან“ კი არ არის დაკავშირებული, მათი წიაღიდან წამოვიდა. ვაშაძეა „ნაცმოძრაობის“ გარეშე, თუ ჯაფარიძე? ერთიანი არიან ზურაბიშვილის ლგბტ დროშის ქვეშ გაერთიანებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „დიდი ერთობის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს კვალიფიცური სუბიექტის სტატუსს, 5 ნომერს, პარტიულ დაფინანსებას, არ შეეხებიან არცერთ ძალოვან სტრუქტურას“.
სიახლეები
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
- იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
- აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით მატარებლების რეისებს ამატებს
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
