“ლელო” გახარიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს - ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს" - ირაკლი კუპრაძე
ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს - გახარიასთან თანამშრომლობას “ლელო” არ განიხილავს , - ასე შეაფასა "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ “ინტერპრესნიუსთან” "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას მიერ "პალიტრანიუსთან" გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს პარტია „ლელოა“ და ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.
მისივე თქმით, პარტიის მიმართ დამატებით კრიტიკაში არ შევლენ, ვინაიდან, წინასაარჩევნო კონტექსტში მორატორიუმს აცხადებენ ურთიერთკრიტიკასა და თავდასხმაზე.
“ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს. გახარიას მიმართ, წლების განმავლობაში საზოგადოებას და “ლელოს” აქვს კითხვები წარსულთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია, არც მომავალში ველოდებით ამ პასუხებს. გახარიასთან თანამშრომლობას “ლელო” არ განიხილავს. არც წარსულში ყოფილა მსგავსი რამ, არც ახლა არსებობს და არც მომავალში არ იქნება. წინასაარჩევნოდ არ განვიხილავთ მათთან თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში რიგი პროფესიონალი ადამიანები ჰყავს, რომლებიც მგონია, რომ თავის დროზე შეიძლება კარგი საჯარო მოხელეებიც კი იყვნენ. დამატებით კრიტიკაში არ შევდივართ, იქიდან გამომდინარე, რომ ნათქვამი გვაქვს წინასაარჩევნო კონტექსტში მორატორიუმს ვაცხადებთ ურთიერთკრიტიკასა და თავდასხმაზე. ამიტომ, კრიტიკაში არ შევდივართ”, - აღნიშნა კუპრაძემ.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის