„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით - „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“.
ბიჭებო, პრობლემა თქვენს მმართველობაშია, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ - ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭვირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ. როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივების საკითხებზე მუშაობენ. ამავე დროს, სოხუმის ხელისუფლება მოელის, რომ მომავალში საგუშაგო საერთოდ არ იქნება, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ "რია ნოვოსტის" პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განუცხადა.
ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია, მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო იფიქროთ მომავალზე, - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
