ივნისი 15 2024 წაკითხვა 555 ჯერ

მშვიდობის გლობალური სამიტის დროს შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან - ერთად და სამუდამოდ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ივნისი 15 2024 წაკითხვა 454 ჯერ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარიას თქმით, როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ.

ივნისი 15 2024 წაკითხვა 365 ჯერ

არ ვემხრობი ერთიან სიას, არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმულა გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ივნისი 15 2024 წაკითხვა 587 ჯერ

ოპოზიციამ ხალხთან კომუნიკაცია ვერ ააწყო და სულ რაღაც მიზეზებს იგონებს, ამასობაში არჩევნები მოახლოვდა... კიდევ ერთი თვით გადადეს საარჩევნო კამპანიის დაწყება. ერთი თვე კი არა, ერთი საათი არ არის დასაკარგი, რკინის ქალამნები უნდა ეცვათ და სოფელ-სოფელ დადიოდნენ, - აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა, სადაც დისკუსიის თემა ოპოზიციის ერთობა და მათი საარჩევნო სტრატეგია იყო.

ივნისი 15 2024 წაკითხვა 410 ჯერ

ევროკავშირი ძალიან სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც ამ ეტაპზე მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეპუტატებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ივნისი 14 2024 წაკითხვა 369 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა.

გვერდი 215 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.