March 27, 2026

აგვისტო 03 2024 წაკითხვა 620 ჯერ

აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თელავში არასამთავრობო ორგანიზაციის, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი – მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით იმართება.

აგვისტო 03 2024 წაკითხვა 365 ჯერ

უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციის ეჭვი არსებობს და ვხედავთ, რომ რადიკალი პარტიები აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, იშვიათია ამაზე უხეში ფაქტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით, რომელიც თელავში იმართება.

აგვისტო 02 2024 წაკითხვა 577 ჯერ

საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაა და არ ეძებთ პასუხს კითხვაზე რატომ, რისთვის - ჩვენ ვართ მეგობრები, რომელსაც ამ ეტაპზე არ აფასებენ, რადგან დღის წესრიგში უფრო დიდი და გლობალური საკითხებია, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისა და ქვეყნისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაჩერების თაობაზე დასმულ შეკითხვას.

აგვისტო 02 2024 წაკითხვა 363 ჯერ

მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ცოდნის, ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით, - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აგვისტო 01 2024 წაკითხვა 377 ჯერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაარსების დღიდან, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ქვაკუთხედია. ის დაუღალავად იცავს ჩვენს ქვეყანას შიდა და გარე საფრთხეებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აგვისტო 01 2024 წაკითხვა 444 ჯერ

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი - ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გვერდი 213 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.