თბილისის მერი კახა კალაძე "სრულ აბსურდს" უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებს იმაზე, რომ თავად წყვეტს, ვინ ითამაშოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში და ვინ - არა.
გვჯეროდა, რომ ის ნეიტრალური და დამოუკიდებელი იყო. დღეს რას ვხედავთ? პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, ხელმძღვანელობს რადიკალების გაერთიანების პლატფორმას. - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, სალომე ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა.
ჩვენ მსოფლიოში ვხედავთ უკვე, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა „გეი პარადების“ ჩატარებას, არ ემხრობა ლგბტ პროპაგანდას, ბავშვებში განსაკუთრებით და არც მოზარდებში. სხვათა შორის, ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა და წამყვანი ევროპული ქვეყნების საზოგადოების უმრავლესობამ ეს უკვე დაადასტურა, როცა უარი უთხრა ამ ულტრა ლიბერალურ მიდგომებს, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვანები ამ ლგბტ პროპაგანდისგან, რომელიც არის რეალური, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება საქართველოს, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და საქართველოს ელჩებს მიმართა.
