"ბიძინა - დამაპირისპირებელი, მიშა - გამაერთიანებელი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებზე"
სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში. ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა – გამაერთიანებელი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ამასთან, ვაშაძის თქმით, „ერთიანობის“ ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა.
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბლოკი „ერთიანობა“, რომელშიც არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ძალიან საინტერესო ახალი ადამიანები. ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება და 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ევროკავშირმა რუსეთისკენ მისწრაფებებზე, გაიმარჯვოს ერთიანობამ დაპირისპირებაზე, გაიმარჯვოს ძლიერმა საქართველომ სუსტ, დაჩაჩანაკებულ საქართველოზე, გაიმარჯვოს ემიგრანტების დაბრუნებამ ქვეყნიდან ადამიანების წასვლაზე, გაიმარჯვოს დემოგრაფიულმა წინსვლამ დემოგრაფიულ კატასტროფაზე.
რაც შეეხება სხვებს, ეს მათი საქმეა, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საკითხებში, ყველასთვის გზა დაგვილოცნია, „ქართული ოცნების“ გარდა, რომელსაც რუსეთისკენ მიჰყავს საქართველო. ჩვენ ხომ გვინდა, ევროკავშირის წევრები ვიყოთ, თქვენც გინდათ, რომ ორჯერ მეტი ხელფასი გქონდეთ, რომ თქვენი ოჯახის ყველა წევრი დასაქმებული იყოს, რომ სამუშაო ადგილი არავის უჭირდეს. ეს არის ევროკავშირი და ამას გვართმევს „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი.
„მე მიხეილ სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში. ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა – გამაერთიანებელი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის