ბანგლადეშში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს 90 ადამიანი ემსხვერპლა
ბანგლადეშში, პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის კვირას მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, 13 პოლიციელი დაიღუპა, როდესაც ათასობით ადამიანი სირაჯგანჯის რაიონში პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს.
დაღუპულები და დაშავებულები ქვეყნის სხვა ნაწილებშიც დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ რაიონებში: რანგპურში, პაბნასა და ბოგრაში.
ათასობით ადამიანი შეიკრიბა დაკას მთავარ მოედანზე და ძალადობრივი ინციდენტები მოხდა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც.
ბანგლადეშში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტთა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია გამოაცხადეს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტური პროტესტი ივლისში საჯარო სამსახურში კვოტების გაუქმების მოთხოვნით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით უფრო ფართო ანტისამთავრობო მოძრაობად იქცა. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ დაღუპულთა საერთო რაოდენობა 280-ს აღემატება.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
