მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი - ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გვაწუხებს ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა - ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ეჩლმა რობინ დანიგანმა განაცხადა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, საქართველოს თითოეული მოქალაქის არჩევანის დასაცავად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს,– განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების დაცვასთან დაკავშირებით.
ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესებენ სანქციებს, გააგზავნიან შეიარაღებას უკრაინაში და ა.შ, ყველაფერს იმას, რასაც ისინი ჩვენ გვსაყვედურობენ, რა თქმა უნდა გააკეთებენ და მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას - რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან ამ სასამართლოს აქვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს.
