ივლისი 28 2024 წაკითხვა 547 ჯერ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ივლისი 28 2024 წაკითხვა 327 ჯერ

ერთიანობის ტურნეს ფარგლებში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ადგილობრივები ყურადღებას უმუშევრობასა და სიღარიბეზე ამახვილებენ.

ივლისი 28 2024 წაკითხვა 608 ჯერ

მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი [ოპოზიციის] დღევანდელი მოცემულობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ივლისი 26 2024 წაკითხვა 405 ჯერ

მივმართავ ახალგაზრდებს, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და გულახდილად გჯეროდათ იმის, რაც რადიკალებმა გითხრეს - ქართული ხომ იცით? მეხსიერება ხომ გაქვთ? მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?! უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! მათი პირადი ინტერესებისთვის როგორ აგაბურთავეს და ახლა რა - ჩუმად ხართ?! ბიჭებო, ეს სწორი არ არის! - ხვალ, ზეგ ამათი როგორ უნდა დაიჯეროთ?! - ეს მიმართვა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ივლისი 26 2024 წაკითხვა 491 ჯერ

გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც. ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ივლისი 25 2024 წაკითხვა 417 ჯერ

არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმის საპასუხოდ განაცხადა.

გვერდი 205 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.