December 20, 2025

ივლისი 30 2024 წაკითხვა 355 ჯერ

მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! ჩემთვის ჩემი საქართველოა მნიშვნელოვანი! - თქვენ ახლა მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, „შედეგებიც ხომ მნიშვნელოვანია, 24 საათში რომ დასრულდება ომი, შედეგებზეც ხომ უნდა იფიქროთ თქვენც მათ შორის?“

ივლისი 30 2024 წაკითხვა 313 ჯერ

პარტნიორებთან ეს აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს - პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, რომ [9 ნაბიჯი] შესრულებულია? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს? - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

ივლისი 29 2024 წაკითხვა 384 ჯერ

შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ახალ კვლევაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული.

ივლისი 29 2024 წაკითხვა 353 ჯერ

ისედაც ვიცოდით და ვიცით, რომ უცხოური ძალა და ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია რადიკალური ოპოზიციისა და მათი კვერის დამკვრელი „ენჯეოების“ სახით, ემზადებიან არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ივლისი 28 2024 წაკითხვა 511 ჯერ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ივლისი 28 2024 წაკითხვა 301 ჯერ

ერთიანობის ტურნეს ფარგლებში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ადგილობრივები ყურადღებას უმუშევრობასა და სიღარიბეზე ამახვილებენ.

გვერდი 199 სულ 727
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.