მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა
მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.
მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.
როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კოლოსალური ოდენობისაა და ამის გამო მოძრაობა „სირცხვილია“ არ მივიდეს გაკოტრებამდე.
„რუსული ხელისუფლებისგან და პრორუსული ხელისუფლებისგან ძახილი დემოკრატიული ჯგუფების მიმართ, რომ ჩვენ თითქოს ვართ „დასავლეთის აგენტები“ ამ ქვეყანაში, ნაკლებად სენსიტიური ვართ ამ საკითხის მიმართ იმიტომ, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში სხვადასხვა მადისკრედიტირებელი ფრაზებით გამოირჩეოდა „სირცხვილიას“ წინააღმდეგ და არა მარტო... ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოხატავდა. არა ერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტი-ტრადიციონალისტები, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები. ახლა ამას ფორმალურად აფორმებენ. თუ კი რაიმე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყების აწებებას, ეს ზიანი უკვე მოიტანა თუ ვინმეს შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ვატარებთ აქ და არა საქართველოსას, ისინი ამას უკვე დაიჯერებდნენ იმიტომ, რომ ხუთი წელია, ეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
რეგისტრაცია ან არდარეგისტრირება მაინც და მაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა ისედაც აგენტი იყო“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"