[მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების გამართვის პირობების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
თუ ტროტუარიდან გავიწიეთ, ეგ ნიშნავს, რომ მაგის შემდეგ, ყველა შემთხვევაში, თავი შემიძლია დავდო, რომ იქნება სოციალური ქსელები. ანუ ქუჩიდან გადაგწიეს ტროტუარზე, ტროტუარიდან გაგწიეს სახლში და სახლიდან ლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელებში და გაგწევენ სოციალური ქსელებიდანაც, რაც ნიშნავს რომ სოციალურ ქსელებს ცენზურა დაუწესდება , - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში.
ალიან კარგად იციან, რომ სესხის თემა ძირითადად „ბლეფია“, რთული განსახორციელებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ერთადერთი მიზეზია, რატომ არიან დიდ გულზე ის ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანს ცოცხლად წვავდნენ. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მიზეზია ის, რომ ბრიუსელი ამგვარ ქმედებებს ამართლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ცრუ განცხადებებს, თავდასხმებს როდესაც ვისმენთ, როგორ გგონიათ, ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ ვუთხრათ?“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.
