არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი მომავლის და, აქედან გამომდინარე, სამშვიდობო პოლიტიკის, სტაბილურობის. ჩვენ ვახორციელებთ გონიერ, პრაგმატულ, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი; ამას განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენადაც იმასთან, რომ ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
არ ვაპირებთ, ანგარიში ვაბაროთ რომელიღაც ქვეყნებს ჩვენს შიდა პოლიტიკაზე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი მართლმსაჯულებით, ამისთვის ვიბრძოლეთ და სისხლი დავღვარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეს და მისი ქმედება იმ ადამიანის საქციელს შეადარა, რომელიც მკვლელობას აღიარებს, მაგრამ არა გვამს.
