საქართველოში სოციალური დემოკრატიის დამკვიდრების მოტივებით ახალი მოძრაობა - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, მათი მიზანია, რომ საბოლოოდ, ქვეყანაში სოციალური სამართლიანობა დამყარდეს, ასევე გაძლიერდეს მიმდინარე საპროტესტო მუხტი, რომელიც ქვეყანაში ახალი არჩევნების წინაპირობა იქნება.
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოში ახალი არჩევნების აუცილებლობის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან კარგი საუბრი მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ჩვენი ნათქვამი თუ ილუზიები იყო, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რატომ საუბრობს იმავეს, რომელმაც ცელი გამოუსვა „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“? აქ რომ ჭკუას გვასწავლიან, შეეწინააღმდეგონ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო.
