გარდა იმისა, რომ ნოემბრის შემდეგ დაკავებულია და სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული 50-ზე მეტი პირის მიმართ, უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას 19 პირი იქნა დაკავებული. დღეის მდგომარეობით, ყველას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"რადიკალები დაბნეულები არიან, არ იციან, როგორ ჩაერთონ არჩევნებში – რეიტინგი არ აქვთ" - ირაკლი ზარქუა
“რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან რა ქნან, რადგან ელოდებიან პატრონებისგან რა “მესიჯი” ჩამოვა, როგორ და რანაირად ჩაერთონ არჩევნებში”, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც არ აქვთ რუსეთში ცხოვრების „კანონიერი უფლება“, 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ რუსეთის ტერიტორია ან „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა“.
„ქართული ოცნების“ ლოგიკით, თუ მე ახლა თავს დაგესხმებით, ეს ჩემი კი არა, თქვენი ბრალი იქნება, რატომ ვერ აიცილეთ აგრესია? „ქოცური“ ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
საქართველოს აღარ ჰყავს ოპოზიცია, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა ახალი საპარლამენტო არჩევნებია. მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ესაა, თუმცა დღეს “ქართული ოცნება” ამის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
