" საგამოძიებო კომისიაზე გახარიას მისვლა მოულოდნელია, პარტიების საერთო პოზიცია ამ კომისიასთან ართანამშრომლობა იყო" - ლევან ცუცქირიძე
“საგამოძიებო კომისიაზე გახარიას მისვლა, პრინციპში, მოულოდნელია – რამდენადაც ვიცი, პოლიტიკური პარტიების საერთო პოზიცია, ამ კომისიასთან არ თანამშრომლობა იყო – ეს პოზიცია თუ შეიცვალა და რატომ შეიცვალა, გახარიას უნდა ჰკითხოთ”, – ამის შესახებ „პალიტრა ნიუსი“ , გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
“ჩვენ ჩვენი მოსაზრებები, ნაბიჯები დაგეგმილი გვაქვს. ყველაფერს აქვს თავისი დრო, როდის რა უნდა გაკეთდეს. მე შემიძლია ვთქვა ჩვენი, „თავისუფლების მოედნის“ პოზიცია და მიდგომა ამ წინააღმდეგობის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, სხვა მეთოდების გამოყენება, ხელისუფლებაზე ზეწოლა, ეკონომიკური ბოიკოტი, სიმბოლური თარიღების მნიშვნელოვანი აღნიშვნა, ისე როგორც იყო 9 აპრილი და როგორიც არის დღევანდელი დღე – ქართული ენის დღე. ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ბუნებრივია, ძალიან ხშირად ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე სურვილი, რომ იყოს უფრო სწრაფი, გადამწყვეტი მოქმედებები, მაგრამ ჩვენ ასევე ვალდებულები ვართ, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ, ითვალისწინებდეს ყველა იმ რისკს, საფრთხეს, რომელიც შეიძლება ადამიანებს შეექმნათ, ამა თუ იმ მოქმედებების დროს. ჩემი მიდგომა ამ ბრძოლაში არის ის, რომ ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება მინიმალურად უნდა დაზიანდეს და მაქსიმალური პოლიტიკური ზიანი უნდა მიაყენოს მეტოქეს”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
