,,ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე"- პიტერ სიიარტო
ვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე იმყოფება.
მისი თქმით, ბრიუსელში დემოკრატიად მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ.
„ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე. რამდენი მემარჯვენე პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ არჩევნებში, ბრიუსელში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე იწყება საუბარი, მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ ბრიუსელში დემოკრატიად. ეს ცუდია და ჩვენ შევეცდებით რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ვითარება“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
