“კარგია, რომ გახარია საგამოძიებო კომისიაზე მოდის; მისი პარტია პარლამენტშია, მანდატებზე უარი არ უთქვამთ, თან არიან, თან არ არიან, ასე არ ხდება – ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს” – პაპუაშვილი
“კარგია, რომ გიორგი გახარია [საგამოძიებო კომისიის სხდომაზე] მოდის. იმედია, ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც აქვს კომისიას” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
ის ეხმაურება გადაწყვეტილებას, რომ გახარია დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება.
“იცით, რომ კითხვები არის, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, დაადგინა, რომ იქ დემონსტრანტების მიმართ, ოპერაციის დროს, გარკვეული დარღვევები შესაძლოა არსებობდეს და საჭიროა ამ საკითხის ხელახალი გამოძიება. გიორგი გახარია იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას. პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ის, რა გადაწყვეტილებას იღებდნენ პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვია. იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით ის არ გაექცევა კითხვებს, რომელსაც კომისია დაუსვამს და უპასუხებს.
რაც შეეხება იმას, პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ის რომ მოდის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი პარტია პარლამენტშია! თავს თუ იკატუნებს ვინმე რომ არ არის… პარლამენტში არის, მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად. როგორ ატყუებენ თავის ამომრჩეველს თუ სხვებს, რომ თან არიან, თან არ არიან, ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან!“- განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი