" სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი, არამედ შევა როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონების რეკეტიორი"- თეა წულუკიანი
„სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი, სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი – მისი ადგილი არის საკანში,“ – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში რუსეთმა პოზიციები.
„ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად. ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენი, იმიტომ, რომ სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში, როგორც აღმაშენებელი; ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ ოჯახს, ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი. ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი; როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდით გასწია და თვითონ აწარმოვა, მერაბიშვილთან, შალვა ჯანაშვილთან, პოლიტიკოსებთან, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად ომი, რომელსაც შეეწირა არაერთი ჯარისკაცი. დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში. კიდევ უფრო გამყარდა ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში პოზიციები. სააკაშვილმა დაკარგა დალის ხეობა. სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამცთუ ააშენა სახელმწიფო, ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა. მან ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე, თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ მისი ადგილი იქაც კი არაა სადაც ის არის, საავადმყოფოში, მისი ადგილი არის საკანში!“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა