"პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში პარტიაში პროცესების წარმართვის ახალი გზების საჭიროებებზე საუბრობს.
„ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს არის მათი პარტია, მათი პოლიტიკური სახლი, სადაც თვითონ არიან ბატონ-პატრონები. პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“, - წერია მიხეილ სააკაშვილის სახელით გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის როლზეცაა საუბარი: „გადაწყვეტილების მიღება მოხდება ჩვენს ამომრჩევლებთან, პარტიის ლიდერშიპთან და ჩემთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით“.
მისი თქმით, აუცილებელია პარტიის ფუნქციის ახლებურად გააზრება და წინააღმდეგობის მოძრაობად გარდაქმნა:
„ახლა, როცა აღარც არჩევნები ტარდება და რეპრესიებიც სულ უფრო ფართოვდება, პოლიტიკური პარტიების როლი მთლიანად იცვლება“.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
