May 18, 2025

"თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

ძალადობის წინააღმდეგი ვარ - თვითონ [ბიძინა ივანიშვილს] ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები და დამერწმუნეთ ამაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა კითხვას მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს განხორციელებული ძალადობების შესახებ და განაცხადა, რომ კადრები ნახა და ძალადობას თავისთავად გმობს.

„მინახავს [კადრები], თავისთავად ვგმობ ძალადობას და ვარ ძალადობის წინააღმდეგი... კარგი, რა რუსული პოლიტიკა... ნახეთ, როგორი თემა არის: ჯერ ერთი, რუსულ პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა, ჩემი აზრით...“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

რაც შეეხება ქუჩაში პროტესტისთვის გასულ ხალხს, როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, „ყველას თავის აზრი აქვს“

„ყველას თავისი აზრი აქვს, დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი აზრები, ამ შემთხვევაში განსხვავებული იქნება. დანარჩენს რაც შეეხება, ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები“-განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა აქციაზე დაშავებულთა შესახებ და აღნიშნა, რომ მათ თანაუგრძნობს.

„მე, თავისთავად, ძალიან თანავუგრძნობ მათ და გული მტკივა, როდესაც ვხედავ ძალადობრივ კადრებს. აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით და რა შეკითხვებზე მესაუბრებით, მათ განაპირობებს სასამართლო. მე რატომ უნდა გამოვხატო მასზე აზრი? ძალადობაზე უკვე გითხარით, რომ ვგმობ, ძალიან ვწუხვარ და თანავუგრძნობ, მაგრამ ამ ყველაფერს განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა, არ მიმაჩნია რელევანტურად, რომ მე გიპასუხოთ ასეთ შეკითხვებზე. ჩემი აზრი უკვე გითხარით, რომ ვგმობ ძალადობას.

თვითონ [ბიძინა ივანიშვილს] ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობის და თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები და დამერწმუნეთ ამაში. ამის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ ყველაფერს განაპირობებენ შესაბამისი სტრუქტურები“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებზე დასმულ, ცოტნე ივანიშვილის თქმით, სანქციების თვითონაც „რა თქმა უნდა, არა“, არ ეშინია

„საკმაოდ სიმპტომატურად მიმაჩნია, რომ არ მოგატყუოთ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს სანქციებზე მეკითხებით. კარგი რა, კომიკური გახდა უკვე, ასეთი სტილის შეკითხვები. არანაირად არ მეშინია... კარგით, რა ვის სჯერა მაგის?.. დავასრულოთ, ეს შეკითხვები კიდევ, საკმაოდ სიმპტომატური მგონია, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს ასეთი ფორსირებით ასეთ თემებზე მესაუბრებით. [სანქციების] რა თქმა უნდა, არა, [არ მეშინია]“,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

წაკითხვა 180 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.