როგორ შეიძლება შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში ისე, რომ სახე შეინარჩუნოს
“იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შევიდეს პარლამენტში, არ ვიცი, რა არგუმენტებს მოიშველიებს. ალბათ ექნებათ მყარი არგუმენტები - ეს შეიძლება იყოს რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, კოვიდ ეპიდემია და ა.შ."” - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაკეთებული მოწოდებების კომენტირებისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ შეიძლება შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში ისე, რომ სახე შეინარჩუნოს - დემეტრაშვილი.
“ევროპარლამენტარები თავიანთ განცხადებებში ოპოზიციას მანდატების მიღებას და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით კი, ოპოზიციამ ცვლილებებისთვის პარლამენტში უნდა იბრძოლოს და ბოიკოტი არ გამოაცხადოს: “ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმების ხელახალი ნახვა. თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილებები”. ოპოზიცია აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილოებას არ მიიღებს და ალბათ ორ დღეში არაფერი არ შეიცვლება. მაგრამ მაინც მოუწევთ ახლად არჩეულ პარლამენტში შესვლა, რათა გაიარონ კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რაც მათი უფლებამოსილების ცნობას უკავშირდება, უნდათ თუ არა ეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.
“შემდეგ მოდის სხვა პროცედურები, რომელიც დროში გაიწელება. გაუძლებს კი ოპოზიცია ამ სიტუაციას, რომ ყოველდღე ატაროს აქციები? მართალია, ოპოზიციას ვერავინ ეტყვის როგორ მოიქცეს, რადგან ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ პარლამენტში შესვლას დააპირებენ, ალბათ ექნებათ მყარი არგუმენტები. ეს შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა რეგიონში, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარება, კოვიდ-ეპიდემია, ან თქვან, რომ მთავრობა მოდის რაღაც დათმობებზე. ამ სიტუაციაში მთავრობაც უნდა წავიდეს დათმობებზე. მაგალითად, შეიძლება ოპოზიციას ახალ მთავრობაში შესთავაზოს რამდენიმე მინისტრის პოსტი”, - დასძენს ავთანდილ დემეტრაშვილი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
