დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე

“ვაგზლის” ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათას კვადრატზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები. ხანძრის გამო, რომელიც დილის 6 საათისკენ გაჩნდა, არავინ დაშავებულა, თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობდა ახლომდებარე კლინიკებში.

ჯერჯერობით უცნობია რა არის ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი, თუმცა, თავად მოვაჭრეები ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავენ. “ვაგზლის” ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას, მობილიზებულია პოლიციაც. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა და ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორადი ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე.

 

“ტერიტორიაზე შეკრებილები იყვნენ მოვაჭრეები, რომელთა მაღაზიებიც ხანძრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა. მოვაჭრეების თქმით, სავაჭრო ფართების ნაწილი სრულად დამწვარია, მაღაზიების ნაწილში კი გარკვეული საქონლის გადარჩენა მოხერხდა. ადგილზე შეკრებილი მოვაჭრეების თქმით, ხანძრის მიზეზების შესახებ არანაირი ვერსია არ აქვთ: “მე რომ მოვედი, უკვე მოდებული იყო ალი. დამწვარი იყო ყველაფერი. ის ადგილი, ჩემი მაღაზიის ადგილი სულ ჩამწვარი იყო, რომ მოვედი. არც ეჭვი გვაქვს, არაფერი ვიცი”, - განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ. მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ. “რომ გამოვდივარ, საერთოდ ვთიშავ შუქს და თუ ვინმემ დატოვა რაღაც, ეგ არ ვიცი. არ გამოვდივარ ისე, სიგნალიზაციაზე მყავს აყვანილი. მე დაზღვევა მაქვს. რაღაც ნაწილი გადარჩა. გარეთ ყრიან ახლა, თუ რამე გადარჩა. მაგრამ, თუ წყალი შეესხა, გაფუჭდება. რას გადავარჩევ, არ ვიცი”, - განაცხადა მოვაჭრემ. “სახლში ვიყავი, დამირეკეს, ხანძარიაო. ეს იყო შვიდის ნახევარი და მოვედით აქ”, - განაცხადა ადგილზე მყოფმა კიდევ ერთმა მოვაჭრემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ძლიერი ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობდა. პაციენტები სხვა კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს. სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა, რომ დაახლოებით 15 ათას კვადრატი დამწვარია. “112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე... ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა... ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება”, - განაცხადა ლევან მუსელიანმა, რომლის თქმით 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები”, - დასძენს გამოცემა

წაკითხვა 82 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.