ბი-ბი-სი: საქართველოში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა
ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოში ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“ - საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია თბილისში მიმდინარე ოპოზიციურ საპროტესტო აქციაზე და მის მიზეზებზე (ავტორი - ნინა ახმეტელი).
ვრცელი პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი ქვესათაურებით, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
ა) უპრეცედენტო არჩევნები თუ ტოტალური ფალსიფიკაცია
(ცესკოს მონაცემებს თუ დავუჯერებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული შედეგი აჩვენა - მმართველი პარტის მესამე ვადით ხელისუფლებაში რჩება, მაგრამ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები ტოტალურად გაყალბდა);
გ) „ყველა ერთის წინააღმდეგ“
(გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი პარტიის გამარჯვებას აპროტესტებს, მაგრამ ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციასა და მათ პროტესტების);
გ) „ოცნების“ ყველაზე უარესი არჩევნები
(არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა თუ არადემოკრატიული? განსხვავება არასამთავრობოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებში);
დ) „კაპიტულაცია“ და რევოლუცია
(„ოცნება“ აცხადებს, რომ პარლამენტში არშესვლა ოპოზიციის კაპიტულაციაა, იმავდროულად კი მათ რევოლუცის მომზადებას აბრალებს);
ე) ახალი არჩევნები? (გია ხუხაშვილი: „კრიზისი გარდაუვალია, საბოლოოდ კი ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება“).
წყარო: https://www.bbc.com/russian/news-54796979
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
