"ზვიგენების მფლობელი ქართველი მილიარდერი ამომრჩევლებს ეუბნება არ გარისკონ რუსეთთან ომი" - Reuters
ზვიგენების მფლობელი ქართველი მილიარდერი ამომრჩევლებს ეუბნება არ გარისკონ რუსეთთან ომი – ამ სათაურთ აქვეყნებს საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი სტატიას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე.
გამოცემა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი იშვიათად ჩანს საზოგადოებაში და ბოლო დროს თითქმის ექსკლუზიურად, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა:
საქართველოს მხსნელი. რუსეთის გუშაგი. ფილანტროპი. ოლიგარქი. ამ ყველაფერს და კიდევ მეტს ბიძინა ივანიშვილს უწოდებდნენ.
მილიარდერი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და მმართველი პარტიის დამფუძნებელი, იშვიათად ჩანს საზოგადოებაში და ბოლო დროს თითქმის ექსკლუზიურად, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა,” – წერია სტატიაში.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა არჩევნები განიხილა, როგორც ეგზისტენციალური ბრძოლა, რათა თავიდან აიცილოს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც საქართველოს რუსეთთან “დამანგრეველ კონფლიქტში ჩაბმისკენ უბიძგებს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა”.
Reuters-ი წერს, რომ საქართველოს 3.7 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობას დასავლეთთან დაახლოება და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება სურს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
