"რეგიონების მოსახლეობის პრობლემებს კიდევ უფრო დეტალურად ვეცნობით"- გიორგი შერვაშიძე
„რამდენიმე რეგიონში უკვე ვიყავით, მოსახლეობას შევხვდით, ინდივიდების პრობლემებს გავეცანით… ჩვენი პროგრამა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფუნდამენტური პრობლემები გადავჭრათ და თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცა, გეგმას აუცილებლად განვაცხორციელებთ.“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, გიორგი შერვაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტია უკვე შეხვდა თბილისის, რუსთავის, გორის და დმანისის მოსახლეობას, მოინახულა კახეთიც, უახლოეს დღეებში კი ქუთაისს, ბათუმსა და ზუგდიდსაც ესტუმრებიან.
"ჩვენ ის პარტია ვართ, რომელსაც ვერც ერთი მთავრობა კომპრომატების ენით ვერ დაელაპარაკება. ჩვენ ვართ ახალი სახეები, ახალი ძალა და ახალი ენერგია. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ, ყველამ უნდა გავაკეთოთ. ამიტომ არიან ჩვენ გვერდით ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან, მაგალითად, ლეგენდარული ფეხბურთელები გოჩა მაჩაიძე და მანუჩარ მაჩაიძე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოს გააცნეს. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც შევძლებთ, არსებული მდგომარეობა ხალხისვე მხარდაჭერით შევცვალოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ," – აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ ჩვენთან საუბარში.
პოლიტიკური მოძრაობა «სოციალური სამართლიანობისთვის» ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობენ. უახლოესი დღების შეხვედრების განრიგი კი ასე გამოიყურება: 22 ოქტომბერი – ქუთაისი ნიუპორტის ქ.11 სასტუმრო “რერო“ 13:00 საათი; 23 ოქტომბერი – ბათუმი ნინოშვილის 1 სასტუმრო „შერატონი“ 12: 00 საათი; 24 ოქტომბერი, ზუგდიდი, დადიანების სასახლის მიმდებარე კოსტავას ქ. 2/116 13:00 საათი.
(NS)
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის