„იცით, რატომ გარბის ყველა ოპოზიციაში? სხვისი გაკეთებული საქმის კრიტიკა ყველაზე მარტივია“ – გიორგი შერვაშიძე
პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შერვაშიძის თქმით, სამოქმედო გეგმა და მესიჯები, რომელიც პარტიამ შეიმუშავა, ხელისუფლების კრიტიკაზე აწყობილი არ არის.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებობს სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემები და ის საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ყურადღებას ახლაც და მომავალშიც მხოლოდ ამ მხარეზე და შესაძლო გადაჭრის გზებზე გაამახვილებს.
„იცით, რატომ გარბის ყველა ოპოზიციაში? იქ ყოფნა მარტივია და ამიტომ… საქმის კეთებისას უამრავი სირთულე წარმოიქმნება და მისი გადალახვისას ყოველთვის სასურველი შედეგიც არ დგება. სხვისი გაკეთებული საქმის კრიტიკა კი ყველაზე მარტივია. თან სულ მართალი ხარ ასეთ ვითარებაში.
რას ვაკეთებთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? ერთმანეთს ვაკრიტიკებთ. თუ ვინმე რამეს აკეთებს, იმაშიც ხელს ვუშლით. ავიღოთ დღევანდელი ოპოზიცია, ხელისუფლების კრიტიკით არსებობს, ხომ? არადა, უფრო ადრე თვითონ არ იყვნენ ხელისუფლებაში? გააკეთეს რამე მაშინ? დაიბრუნეს ტერიტორიები? თუ პირიქით? უარესი ქნეს? მანამდე შევარდნაძეს ედგნენ ოპოზიციაში… მაშინ იმ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ… შეიცვალა მთავრობა და მერე?… დღევანდელი ხელისუფლება ავიღოთ… წინა ხელისუფლების კრიტიკით მოდის დღემდე. აღარ დაამთავრეს ის „9 წელი“… მომდევნო 8 წლის განმავლობაში რა გააკეთეს? მეც ოპოზიციაში ვარ დღეს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა ცდილობს ნაკლებად გაამახვილოს ყურადღება იმ შეცდომებზე, რომლის გამოც ვერა და ვერ მივდივართ წინ. ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და რომელიც ერთმანეთის თანადგომით უნდა გამოვასწოროთ,“- განაცხადა გიორგი შერვაშიძემ Black on White-თან ინტერვიუში.
(NS)
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს