"საქართველოში შესაძლოა სომხეთისთვის უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს“
თამარ ბაჩალიაშვილის დედის - თეონა რამაზაშვილის განცხადებას კიდევ ერთი სომხური გამოცემა „ჟამი“ («Ժամ»)ეხმაურება, რომელიც აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოში შეიძლება სომხეთისთვის უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს“ (ავტორი - არტაგ აკოფიანი).
„თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გოგონა იმ მნიშვნელოვან საიდუმლოს შეეწირა, რომელიც მან გაიგო: თითქოსდა რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდებით არის დაკავებული. კურიოზი იმაშია, რომ მშობლების განცხადებით, „გოგონას რამდენიმე მილიონი დოლარი მისცეს, რომ მას არაფერი ეთქვა და დუმილი შეენარჩუნებინა“. აშკარაა, რომ მშობლების ეს ვერსია ზღაპრების ჟანრიდანაა, რადგან მხოლოდ დუმილის შესანარჩუნებლად რამდენიმე მილიონ დოლარს არავინ არავის არ მისცემს.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, არის იმის დიდი ალბათობა, რომ [ოპოზიციური] პოლიტიკური ძალები ამ საკითხით ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ სპეკულირებას დაიწყებენ. ტყუილად ხომ არ მიმართა გოგონას დედამ აზერბაიჯანს და თურქეთს აქტიურად ჩაერიონ ამ საქმის ვითომდა გახსნაში... ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული არჩევნებისთვის არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური ძალები ემზადებიან, არამედ ბაქოც და ანკარაც... და თუ იმასაც არ დავივიწყებთ, რომ საქართველოში არჩევნების წინ შეიძლება ექს-პრეზიდენტიც დაბრუნდეს, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორიოდე თვის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა ბელარუსის მდგომარეობას დაემსგავსება. ამ ამბავმა კი სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს სომხეთზეც იმდენად, რამდენადაც ანკარა და ბაქო საქართველოში გარკვეული „კარტის გათამაშებას“ ცდილობენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
წყაროები:
https://www.lragir.am/ru/2020/08/31/181958/
https://zham.am/?p=75078&l=ru
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
