ოპოზიციის შიშები: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ათი წელი დარჩება
აზერბაიჯანის გაზეთ „კასპიი“-ს («Каспий») დღევანდელ, 24 ივლისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ოპოზიციის შიშები: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ათი წელი დარჩება“, რომელშიც საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შექმნილი სიტუაციაა გაანალიზებული (ავტორი - სალეჰ ბაიათი).
როგორც პუბლიკციაშია ხაზგასმული, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აცნობიერებენ, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინაშე ისინი უღონო და სუსტები არიან. ამის დამადასტურებლად ავტორი იმოწმებს გიგი უგულავას გამოსვლას „პალიტრანიუსის“ ეთერში, როცა მან აღიარა - „ბიძინა ივანიშვილის ხელში ჩვენ „სამოსნები“ ვართ, ჭაობში მყოფი ბაყაყები ვართ და ვყიყინებთო“. რა თქმა უნდა, თბილისის ყოფილმა მერმა და პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, თვითკრიტიკის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერიც გააკრიტიკა და განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ის ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავბამარცხოთო“.
სტატიის ავტორი არკვევს, თუ რატომაა ოპოზიციაში პესიმისტური განყობა და წერს, რომ ამაში თვითონ ოპოზიციონერებმა უნდა მოჰკითხონ საკუთარ თავს, თუ რაში დაუშვეს შეცდომა. „დიახ, „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსი აქვს და პლუს 30 მაჟორიტარული ოლქი, რომელშიც ტრადიციულად მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ, მაგრამ თვითონ ოპოზიციამაც ვერ მოახერხა მტკიცედ გაერთიანება და არჩევნებში ერთიანი ფრონტით ვერ გამოდის, ოპოზიცია პასიურ პროპაგანდას ეწევა, ამომრჩევლებთან აქტიურად არ მუშაობს. ოპოზიცია ვერ განუმარტავს ამომრჩევლებს, თუ რითი არიან ისინი მმართველ პარტიაზე უკეთესები, რით განსხვავდება მათი საარჩევნო პლატფორმა მმართველი პარტიის პროგრამისაგან... გიგი უგულავა და მისნაირები, იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებს შეხვდნენ, მარცხნივ და მარჯვნივ მხოლოდ ინტერვიუების მიცემით არიან დაკავებულები. ყოველ ოპოზიციურ ლიდერს თავისი პირადი ამბიციები აქვს და საკუთარ ინტერესებს იცავენ.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გამო საქართველოს ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია. სხვადასხვა გამოკითხვების ტანახმად, მოსახლეობას ძალიან აღელვესბ ქვეყნის პერსპექტივა - დასაქმება, ვალუტის კურსი, ფასების მდგომარეობა... შესაბამისად, ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს სურს პარლამენტში იხილოს არამხოლოდ ხელისუფლების კანდიდატები, არამედ ოპოზიციიონერებიც. ბევრი ჯერ-ჯერობით ყოყმანობს. ოპოზიცია უნდა გამოფხიზლდეს. არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლება ამომრჩევლების მოყოყმანე ნაწილს გადაიბირებს“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.
მოამზადა სიმონ კილაძემ.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს