საქართველო: ევროპასთან დაახლოება თუ უბრალოდ, ავტორიტარიზმთან დაშორება?
პოლონეთის ინგლისურენოვან ჟურნალ „ნიუ ისთერნ იუროუფ“-მა («New Eastern Europe») 29 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით„საქართველო: ევროპასთან დაახლოება თუ უბრალოდ, ავტორიტარიზმთან დაშორება?“, რომელშიც საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო შესწორებაზე, გამოხატული ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილებაში (ავტორი - კრასენ სტანჩევი, სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი).
„საქართველოს პარლამენტმა მოიწონა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქვეყნის საარჩევნო სისტემას ეხება და რომელიც გასულ წელს მომხდარ საპროტესტო გამოსვლებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნულია სტატიაში.
„მე არ დავიწყებ ქართული პარტიული პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ამომრჩევლებს გასულ წელს სურდათ საარჩევნო სისტემის ცვლილების იმ დაპირების რეალიზება, რომელიც მათ მმართველმა პარტიამ აღუთქვა. ეს ცვლილება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თავიდან იქნება აცილებული ავტორიტარული ტენდენციების ზრდა, რომელბიც ესოდენ აშკარად შეიმჩნევა შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში. აქ არის რუსეთი, რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა და ევროკავშირის ზოგიერთი წევრიც კი, მაგალითად, ჩემი ქვეყანა ბულგარეთიც. მიმაჩნია, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის ცვლილება მთლიანობაში წარმოადგენს ავტორიტარიზმის თავიდან აცილების გარანტიას. რამდენად ეფექტური იქნება ეკონომიკურად ეს ცვლილება, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებით ერთი რამ აშკარად ნათელია - სულ უფრო რთული გახდება უკანდახევა იმ ეკონომიკური ისნტიტუტებისა და პოლიტიკური მონაპოვრებისაგან, რომელბიც ქვეყანაში 2003 წლის შემდეგ შეიქმნა.
საქართველოს საზოგადოების სწრაფვა რეფორმებისაკენ აშკარად კონტრასტულია მეზობელ რუსეთში შექმნილ რეალობასთან - საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმთან, რომელიც 25 ივნისიდან 1 ივლისამდე მიმდინარეობს. „საერთორუსული ხმის მიცემის“ მთავარი არსი ისაა, რომ დღეს რუსეთში დემოკრატიის დემონტაჟი „დემოკრატიული პლებისციტის“ მეშვეობით ხორციელდება“, - ხაზს უსვამს ავტორი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც თუ გაჩნდა, ე.წ. მეგობარ და სინამდვილეში მტრულ, აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- "მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას" - სუს-ი
- "ევროპა თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია" - ირაკლი კობახიძე
- “MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა